11 იანვარი, 2018
10 წლის მოსწავლეს თმა გაეყინა, როცა 5 კმ გაიარა, რათა გაკვეთილზე არ დაეგვიანა
ჩინეთის პროვინციაში, იუნნანში მცხოვრებ პატარა ბიჭუნას ზედმეტსახელად ფიფქია შეარქვეს მას შემდეგ, რაც კლასში გაყინული თმით შევიდა.

"The Sun"-ის ცნობით, მიუხედავად -9 გრადუსიანი ყინვისა, 10 წლის ბავშვი სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა.

ბავშვის ფოტო, რომელმაც ყინვაში 5 კმ. გაიარა, ვირუსივით გავრცელდა. სკოლის დირექტორის თქმით, ბიჭი გამუდმებით კურიოზულ სიტუაციებში ხვდება და თანაკლასელებს ახალისებს.
Rating



























ბავშვი, რომლის სახელს არ ასაჯაროვებენ, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს, რადგან ისინი გამუდმებით სამსახურში არიან. მასზე და დანარჩენ ბავშვებზე კი მოხუცი ბებია და ბაბუა ზრუნავენ.
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS