ცნობილი ტელეწამყვანი არ ერიდებოდა თამამ ფოტოსესიებს, თამამ ინტერვიუებს და თურმე, აქტიური სექსუალური ცხოვრებითაც დაიკვეხნიდა.
ეს ამბავი ახლა აღარავის გაახსენდებოდა, მაგრამ რუსულმა ჟურნალმა ''ექსპრეს გაზეტამ'' თავისი რესპონდენტების ძველი ინტერვიუები გაიხსენა სექსუალურ ტაბუებთან დაკავშირებით და ანფისას ძველი ინტერვიუც კვლავ აქტუალური გახდა.
აი,
- მამაკაცებს, საკმაოდ ღირსეულებსა და შეძლებულებსაც კი, ეშინიათ ჩემი გაცნობის. სუპერპროფესიონალად მივაჩნივარ, რომელსაც ლოგინში ვერ დააკმაყოფილებენ. არადა, მე ტრადიციული ურთიერთობების მომხრე ვარ. სექსით არ ვცხოვრობ, ქალაქში ძირს დაშვებული ტრუსებით არ დავდივარ და ყველას არ მოვუწოდებ ჩემთან დაწოლისკენ.
სადომაზო? ამაში არაფერია დასაძრახი და მეც მომისინჯავს. ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძვირფასია ჩემთვის პარტნიორი. თუ სერიოზული გეგმები მაქვს კაცთან და ის შემომთავაზებს ჯგუფურ სექსს, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი.
მაგრამ თუ ეს არის ადამიანი, რომელთანაც მხოლოდ სექსი მაკავშირებს, ვიფიქრებ ამ წინადადებაზე. თუ კაცი ვერ მომანიჭებს ორგაზმს, მოვთხოვ, რომ სხვანაირად დამაკმაყოფილოს, ამისთვის მრავალი მეთოდი არსებობს.
პირველი სექსი 19 წლის ასაკში მქონდა. მანამდე თავს ვიკავებდი, პრინცს ველოდი... საოცრად ლამაზი იტალიელი იყო და ტელევიზიაში მუშაობდა. დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი სადღაც დაიკარგა.
ერთ მშვენიერ დღეს სახლში მივადექი. მან კი კარი გამიღო და აუღელვებლად მითხრა, რომ მოგვიანებით დამირეკავდა. მერე გავიგე, რომ იტალიაში ცოლი ჰყავდა, რომელმაც მოსკოვში ჩამოაკითხა. მე, როგორც პრინციპულმა გოგონამ, მასთან ურთიერთობა გავწყვიტე...
ჟურნალი ''რეიტინგი''