მას Instagram-ზე საკუთარი ფოტოების, ძაღლებისა და მოგზაურობისას გადაღებული სურათების გამოქვეყნება უყვარდა. ბოლო დროს მეგანის გვერდზე, Twitter-ზეც კი ახალი პოსტი არ გამოქვეყნებულა, გუშინ კი მეგანმა ყველა ექაუნთი წაშალა.
პრინც ჰარის საცოლეს ამ გადაწყვეტილების მიღება ბრიტანეთის სამეფო კარის მკაცრმა კანონებმა აიძულა. ტრადიციის მიხედვით, სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს უფლება არ აქვს სოც. ქსელში პირადი გვერდი ჰქონდეს. მათი ცხოვრების ყველა სიახლე კენსინგტონის სასახლის Instagram-ისა და Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.
ანა გარელი