09 იანვარი, 2018
წლის ყველაზე მოდური მოგზაური: ვიქტორია ბექჰემის 10 საუკეთესო სამგზავრო ლუქი
როცა ავიაკომპანია British Airways-მა გასულ წელს ყველაზე მოდური მოგზაურების რეიტინგი შეადგინა, "ოქროს მედლით" ვიქტორია ბექჰემი დააჯილდოვა.

ვიქტორია ბექჰემის ახალ წოდებაზე დავას არავინ აპირებდა, თუმცა, ტიტულმა "ყველაზე მოდური მოგზაური" სოციალურ ქსელში პროტესტის ტალღა ააგორა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ვიკის საგზაო ფორმა მრავალი წლის მანძილზე ვიწრო, ფანქრის ფორმის ქვედა ბოლო, უკომპრომისო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და უზარმაზარი მზის სათვალე იყო. უდავოა, რომ ლუქი შესანიშნავია, მაგრამ რა კავშირი აქვს მას აეროპორტთან?

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვიკიმ კრიტიკა გაითვალისწინა
და ახლა მოგზაურობისას გაცილებით კომფორტულ და თავისუფალ სამოსს იცვამს, თუმცა, ნაკლებად ეფექტური არც ამჟამინდელი ლუქია.


განაგრძეთ კითხვა:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS