09 იანვარი, 2018
ქეით მიდლტონი 36 წლის გახდა - ყველაზე საინტერესო ფაქტები კემბრიჯის ჰერცოგინიაზე
დღეს, 9 იანვარს, პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი 36-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ჰერცოგინიაზე:

1. ქეით მიდლტონი 1982 წლის 9 იანვარს, პატარა ქალაქ რედინგში,  British Airways-ის სტიუარდესასა და პილოტის, მაიკლ და კეროლ მიდლტონების ოჯახში დაიბადა.

2. 80-იან წლებში, მამის სამსახურის გამო, ქეითი მშობლებთან ერთად 5 წელი იორდანიაში ცხოვრობდა.

3. ქეთრინს 3 ოფიციალური ტიტული აქვს - მისი უმაღლესობა ქეთრინი, კემბრიჯის ჰერცოგინია, გრაფინია სტრატჰერნსკი, ბარონესა კერიკერგუსი.

4. ქეით მიდლტონი დიდი თაყვანისმცემელია ტენისის, სანაოსნო სპორტის, ჰოკეის, საციგურაო და სხვა
აქტუალური სპორტის სახეობებისა. 2015 წელს ჰერცოგინიამ საკუთარ ჰობებს დაივინგიც შემატა და დაივერის სერთიფიკატიც კი მიიღო.

5. 2012-2013 წლებში ჟურნალ "Times"-ის ვერსიით, კემბრიჯის ჰერცოგინია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან პერსონად დასახელა.
Rating


























6. ქეითი პოპულარული ბრიტანული სერიალის "დაუნტონის სააბატო" დიდი თაყვანისმცემელია და მის გადასაღებ მოედანსაც ეწვია.

7. მიდლტონმა პრინცი უილიამი 2001 წელს სენტ-ენდრიუსკომის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო.

8. 2005 წელს მან უნივერსიტეტი დაამთავრა. ბაკალავრის დიპლომი მეორე ხარისხის წარჩინებით მიიღო. ქეითი "ხელოვნების ისტორიის" სპეციალისტია.

9. ქეით მიდლტონი პრინც უილიამზე 6 თვით უფროსია.

10. ჰერცოგინია სიმაღლეში - 175 სმ-ია, ფეხის ზომა კი - 39.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS