09 იანვარი, 2018
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბურაქ ოზჩივიტს ძუნწი უწოდეს და დასცინეს
თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის ცოლისთვის გაკეთებულ მორიგ საჩუქარს, ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლების მხრიდან, მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა.

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში 400.000 ევროს ღირებულების აპარტამენტის ჩუქების შემდეგ, ოზჩივიტმა მეუღლეს აჩუქა საკრედიტო ბარათი, რომლის თვიური ლიმიტი 50.000 თურქულ ლირას შეადგენს.
Rating













თაყვანისმცემლებმა მსახიობის ეს ჟესტი სიძუნწედ მიიჩნიეს და სოც. ქსელში მას დასცინეს. აღნიშნეს ისიც, რომ ოზჩივიტის ჰონორარი მას საშუალებას აძლევს ბევრად გულუხვი იყოს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს სატელევიზიო პროექტების ერთ სერიაში 90.000 თურქულ ლირას უხდიან. სარეკლამო რგოლში მონაწილეობისთვის
კი 2-დან 5.000.000-მდე თურქულ ლირას იღებს.
Rating
Rating













































ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS