ბრიტანულმა მედიამ გვამცნო, რომ დანიშნული წყვილი წავიდა ნიცაში, სადაც მათ მეგობრები ელოდებოდნენ. პრინცმა და უელსის მომავალმა პრინცესამ დანიშნულ ადგილამდე ეკონომ-კლასით გამგზავრება გადაწყვიტეს - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მეგანი და მარკლი თვითმფრინავში სხვა მგზავრებზე ადრე ჩასხდნენ და ერთ რიგში 6 ადგილი დაიკავეს - სავარძლების ნაწილი სამმა პირადმა მცველმა დაიკავა.
თვითმფრინავი დაგეგმილზე ადრე გაფრინდა, საფრანგეთში კი მათ დახვდნენ შეიარაღებული პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც მეგანი და ჰარი VIP-ზონამდე მიაცილეს.
ჰარი ბრიტანული სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი არ არის, რომელმაც ეკონომ-კლასით იმგზავრა. პრინც უილიამსა და ქეითს ამერიკასა და ევროპაში ეკონომ-კლასით არაერთხელ უმგზავრიათ.
ანა გარელი