05 იანვარი, 2018
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიცაში ეკონომ-კლასით გაფრინდნენ
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ შობა სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს. დღესასწაულის შემდეგ კი მალევე რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ და ახალი წლის შესახვედრად საფრანგეთში გაფრინდნენ.

ბრიტანულმა მედიამ გვამცნო, რომ დანიშნული წყვილი წავიდა ნიცაში, სადაც მათ მეგობრები ელოდებოდნენ. პრინცმა და უელსის მომავალმა პრინცესამ დანიშნულ ადგილამდე ეკონომ-კლასით გამგზავრება გადაწყვიტეს - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მეგანი და მარკლი თვითმფრინავში სხვა მგზავრებზე ადრე ჩასხდნენ და ერთ რიგში 6 ადგილი დაიკავეს - სავარძლების ნაწილი სამმა პირადმა მცველმა დაიკავა.

თვითმფრინავის მგზავრებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ელისაბედ II-ის შვილიშილთან ერთად მგზავრობდნენ. ფრენამ მშვიდად ჩაიარა და ბორტზე საპატიო სტუმრები არავის შეუნიშნავს.

თვითმფრინავი დაგეგმილზე ადრე გაფრინდა, საფრანგეთში კი მათ დახვდნენ შეიარაღებული პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც მეგანი და ჰარი VIP-ზონამდე მიაცილეს.

ჰარი ბრიტანული სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი არ არის, რომელმაც ეკონომ-კლასით იმგზავრა. პრინც უილიამსა და ქეითს ამერიკასა და ევროპაში ეკონომ-კლასით არაერთხელ უმგზავრიათ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS