13 იანვარი, 2014
როგორ დავიბრუნოთ ფორმა ზეიმის შემდეგ
თუ მხოლოდ წყლის სმა თქვენთვის მოსაწყენია, შეგიძლიათ, რაციონი მწვანე ჩაით, სამკურნალო ბალახეულის ნაყენებითა და ხილ-ბოსტნეულის წვენებით გაამრავალფეროვნოთ საახალწლო წვეულებები ჩვენში ძველით ახალ წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ზედმეტ წონასთან ყველაზე თავგამოდებული მებრძოლიც კი უკანა პლანზე გადასწევს დიეტას იმ იმედით, რომ შემდეგ შეძლებს სასურველი წონის დაბრუნებას. საინტერესოა, რა ზომებს მიმართავენ ამ შემთხვევაში მსოფლიოს კინოსა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.


ევა ლონგორია - ''დალიეთ ბევრი წყალი''

ევა ლონგორიას მწვრთნელის თქმით, მსახიობი კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად და ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად დღეში სამ ლიტრამდე წყალს
სვამს. რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღეში სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? ფორმულა მარტივია: სხეულის მასა კილოგრამებში უნდა გაამრავლოთ 0,033-ზე. ეს ფორმულა არ ითვალისწინებს სითხის დაკარგვას ფიზიკური ვარჯიშისას, კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას, ამიტომ, თქვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, მიღებულ მასას ერთი-ორი ჭიქა წყალი დაუმატეთ. თუ მხოლოდ წყლის სმა თქვენთვის მოსაწყენია, შეგიძლიათ, რაციონი მწვანე ჩაით, სამკურნალო ბალახეულის ნაყენებითა და ხილ-ბოსტნეულის წვენებით გაამრავალფეროვნოთ.

ჯეი ლო თევზს გვირჩევს

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესს უამრავ დიეტას მიაწერენ, თუ ზედმეტი წონა აკრიფა, მსახიობი თევზისა და ბოსტნეულის დიეტას იცავს და აქტიურად იწყებს ვარჯიშს მწვრთნელის მეთვალყურეობით. თევზეულთან დაკავშირებით სპეციალისტები ორაგულსა და სხვა ცხიმიანი ჯიშის თევზეულს გვირჩევენ.
განსაკუთრებით დაძაბული გონებრივი შრომისას არის სასარგებლო ომეგა-3 - ''თევზის ქონის'' შემცველი ვიტამინების კომპლექსი.

კელი ოსბორნი - ''გინდა გახდე? უარი თქვი ალკოჰოლზე''

ვარსკვლავი რა ხანია გამოემშვიდობა ალკოჰოლს და შესაბამისად, ზედმეტ კილოგრამებსაც. არც არის გასაკვირი - სპირტი საოცრად კალორიულია. რაც უფრო მაღალია ალკოჰოლის გრადუსი, მით უფრო მაღალია მისი ენერგეტიკული ღირებულება. ალკოჰოლის რეგულარულად მიღება იგივეა, რაც შაქრის მუჭებით ჭამა. ამიტომ, თუ არ შეგიძლიათ, მთლიანად უარი თქვათ ალკოჰოლზე, უმჯობესია, მთელი საღამოს განმავლობაში ერთი ბოკალი წითელი ღვინით ან დაბალკალორიული კოქტეილით შემოიფარგლოთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რე
გვეწვიეთ ბლოგზე _______♥_______ Creatiuli.Net Creatiuli.Net
22:20 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS