03 იანვარი, 2018
2018 წელს დონალდ ტრამპი მდიდრული წვეულებით შეხვდა - ფოტოები მარ-ა-ლაგოს სასახლიდან
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის დადგომა პომპეზური წვეულებით აღნიშნა. პრეზიდენტმა სტუმრები ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მილიარდერების უბანში მდებარე ტრამპების სასახლეში მიიწვია. წინასაახალწლო წვეულებას მარ-ა-ლაგოში ესწრებოდა ასობით სტუმარი, რომლებმაც ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთში 600-750 დოლარი გადაიხადეს.

საღამოს მთავარი მშვენება აშშ-ს პირველი ლედი იყო. მელანია ტრამპი 4 000 დოლარად ღირებულ ERDEM-ის ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი, პრეზიდენტი და წყვილის 11 წლის ვაჟი ბარონი კი კოსტიუმებითა და ბაფთებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.

საახალწლო წვეულებაზე მიწვეულნი იყვნენ ტრამპის უფროსი შვილებიც, მათ შორის
ივანკა ტრამპი მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან და შვილებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ფავორიტი ქალიშვილი, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას (დავით კომახიძე) კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.


დაათვალიერეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS