29 დეკემბერი, 2017
ტრამპის ცოლმა თეთრი სახლის ეზოში 200 წლიანი მაგნოლიის მოჭრის ბრძანება გასცა
"აშშ-ს პირველმა ლედიმ გადაწყვიტა მაგნოლიის მოჭრა, რომელიც თეთრი სახლის ეზოში 1828 წელს დარგეს", - გვამცნობს Daily Mail-ი.

ხის მოშორება აშშ-ს ნაციონალური დენდრარიუმის სპეციალისტებმა ურჩიეს, რადგან გაარკვიეს, რომ მაგნოლია ზედმეტადაა დაზიანებული და ერთ დღესაც შესაძლოა, ჩამოიშალოს.

ექსპერტების რეკომენდაციის შემდეგ მელანიამ ხის მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მის მოჭრას შემდეგ კვირაში გეგმავენ.

ხე, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზეა, თითქმის 200 წლისაა და მას "ჯექსონის მაგნოლიას" უწოდებენ.

ისტორიკოსების თქმით, აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტმა, ენდრიუ ჯექსონმა, ცოლის რეიჩელის საყვარელი მაგნოლიის ხის ნერგის გადარგვა უბრძანა.
ხე ცოლ-ქმრის ფერმაში, ტენესში იზრდებოდა.

თავად რეიჩელი, ჯექსონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ჯექსონის მაგნოლია 20 დოლარიანის უკანა მხარეს გამოსახეს, რომელიც აშშ-ში 1928-დან 1998 წლების პერიოდში გამოიცემოდა.

თავის დროზე ლორა ბუშმა თეთრი სახლისთვის ჯექსონის მაგნოლიის ნახატით ფაიფურის ჭურჭელი შეუკვეთა. 2016 წელს კი მიშელ ობამამ კუბის მოსახლეობას საჩუქრის სახით მაგნოლიის ნერგები დაურიგა.

1. ხე ამ კვირაში მოიჭრება, ვიდრე ტრამპები მივლინებაში იქნებიან

Rating












2. ჟერარდ ფორდი თამაშობს გოლფს მაგნოლიის ფონზე
Rating












3. მემორიალური ფირფიტა ჯექსონის მაგნოლიაზე
Rating












4. აღდგომის დღესასწაული თეთრ სახლში, 1944 წ
Rating












5. პრეზიდენტ ფორდის ოჯახი
Rating












6. 20 დოლარიანი, რომელიც 1928-1998 წწ გამოიცემოდა
Rating







ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS