ტელეწამყვანი სკეპტიკოსებს ყურადღებას არ აქცევდა და მანიაკალური მისწრაფებით აგრძელებდა იდეალური სხეულის მიღებას. აღსანიშნავია, რომ 42 წლის თინა კანდელაკი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე კარიერის დასაწყისში.
ამის მორიგი დასტური გახდა ახალი ფოტო, რომელზეც კანდელაკი წითელ, სექსუალურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ამ სახით ტელეწამყვანმა გასული წლის შედეგი შეაჯამა, გამომწერებს კი დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
თინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა შედეგებს შეიძლება მიაღწიო, თუ
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, 42 წლის ბიზნესვუმენი სპორტით დაკავებულია კვირაში 5-ჯერ, კარდიო და ძალოსნური ვარჯიშების კომბინაციით.
მხოლოდ რკინის ძალის დახმარებით შეძლო თინა კანდელაკმა ტრადიციულ ქართულ სამზარეულოზე უარის თქმა - ხაჭაპური, ხინკალი და წითელი ღვინო. სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი არაერთხელ გამოტყდა, თუ რამდენად რთული იყო მისთვის ცომეულზე უარის თქმა. თუმცა, თინას იდეალური სხეულის დანახვისას ეჭვიც არ ჩნდება, რომ შედეგი შესაძლებლობას ყოველთვის ამართლებს.
ანა გარელი