27 დეკემბერი, 2017
რიანას ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა
მსოფლიოში ცნობილი მომღერლის, რიანას ბიძაშვილი, 21 წლის ტევონ კეისინ ელეინი გუშინ საღამოს ბარბადოსში ჩაცხრილეს.

დასავლური მედიის ცნობით, როცა რიანას ბიძაშვილი ერთ-ერთ ქუჩაზე მიდიოდა, შეეჯახა მამაკაცს, რომლის ვინაობას ამჟამად პოლიცია ადგენს, და მისგან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
Rating


















ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიყენებული ჭრილობებით მალევე გარდაიცვალა. ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც ტევონმა, რიანამ და ოჯახის სხვა წევრებმა შობა ერთად აღნიშნეს.
Rating


















"მშვიდობით განისვენე, ჩემო ბიძაშვილო. ვერც კი ვიჯერებ, რომ ჯერ კიდევ გასუღ ღამეს გეხუტებოდი.
წარმოდგენაც არ მინდა, რომ უკანასკნელად ვგრძნობ შენს სითბოს. მიყვარხარ", - წერს მომღერალი ინსტაგრამზე და ბიძაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
Rating


















ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS