26 დეკემბერი, 2017
ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შობას პიჟამაში შეხვდნენ - ჯეი ლო სრულიად უმაკიაჟოდაა
ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა შობა მაიამიში გაატარეს. შეყვარებულმა წყვილმა ნაძვის ხე მორთო და საღამო ყველაზე ახლო მეგობრებთან ერთად პიჟამაში გამოწყობილებმა გაატარეს.

სპორტსმენმა რამდენიმე ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა. ზოგიერთ ფოტოზე 48 წლის ჯეი ლო სრულიად უმაკიაჟოდაა.

Rating






















წყვილმა შობა გამომწერებსაც მიულოცეს: "ჩვენი ოჯახის ყველა წევრს, მეგობრებს, შესანიშნავ თაყვანისმცემლებსა
და მათ, ვინც მხარს გვიჭერს, ვუსურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო დღესასწაულს. გილოცავთ შობას!"
Rating













2 კვირის წინ კი დასავლური მედია წერდა, რომ როდრიგესმა საყვარელ ქალს ნიშნობის ბეჭედი უკვე უყიდა და მალე ხელის თხოვნასაც აპირებს. ბოლო ფოტოებზე თაყვანისმცემლებმა ჯენიფერ ლოპესის თითზე ბეჭედი ვერ შენიშნეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ალექსი ჯენიფერს მოგვიანებით გაახარებს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS