კივანჩმა პოლიციაში უჩივლა საკუთარ ბუღალტერს, რომელსაც 3.500.000 თურქული ლირის მითვისებაში ედავება.
მსახიობი ამტკიცებს, რომ მისი ბუღალტერი მიღებული ჰონორარიდან გადასახადებს არ იხდიდა, ნაცვლად ამისა კი, თანხას, რომელიც სწორედ ამისთვის იყო განკუთვნილი, ითვისებდა. ამან მსახიობს მრავალმილიონიანი ზიანი მიაყენა.
ბუღალტერი ფულის გაფლანგვასთან კავშირს უარყოფს - საქმე სასამრთლოს გადაეცა. პროცესი მომდევნო კვირას გაიმართება, სადაც ტატლიტუგი ჩვენებას მისცემს და მომხდარზე უფრო დეტალურად ისაუბრებს.
ანა გარელი