25 დეკემბერი, 2017
კივანჩ ტატლიტუგს მილიონები მოპარეს
ცნობილი თურქი მსახიობი, კივანჩ ტატლიტუგი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

კივანჩმა პოლიციაში უჩივლა საკუთარ ბუღალტერს, რომელსაც 3.500.000 თურქული ლირის მითვისებაში ედავება.

მსახიობი ამტკიცებს, რომ მისი ბუღალტერი მიღებული ჰონორარიდან გადასახადებს არ იხდიდა, ნაცვლად ამისა კი, თანხას, რომელიც სწორედ ამისთვის იყო განკუთვნილი, ითვისებდა. ამან მსახიობს მრავალმილიონიანი ზიანი მიაყენა.

Rating


















ბუღალტერი ფულის გაფლანგვასთან კავშირს უარყოფს - საქმე სასამრთლოს გადაეცა. პროცესი მომდევნო კვირას გაიმართება, სადაც ტატლიტუგი ჩვენებას მისცემს და მომხდარზე უფრო დეტალურად ისაუბრებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS