1. გვარი, სახელი, მამის სახელი: ივანოვი ალექსანდრე ნიკოლაის ძე.
2. ასაკი: 28 წლის.
3. სასურველი პოზიცია: ჰორიზონტალური. ისე კი ნებისმიერი გამოდგება.
4. სასურველი ანაზღაურება: 800 ათასი დოლარი, პლუს კომპანიის აქციათა 3% წელიწადში. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ წამოაყენეთ თქვენი წინადადებები და განვიხილოთ.
5. განათლება: დიახ.
6. უკანასკნელი დაკავებული თანამდებობა: საშუალო რგოლის კანდიდატი.
7. ხელფასის ოდენობა
8. მიღწევები წინა სამუშაო ადგილზე: მოპარული ავტოკალმების წარმოუდგენელი რაოდენობა - ამჟამად გამოფენილია ჩემს ბინაში.
9. წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზები: იხ. მე-8 შეკითხვა.
10. როდის შეძლებთ შეუდგეთ სამუშაოს: როცა ინებებთ.
11. რომელ საათებში გირჩევნიათ მუშაობა: 13-დან 15 საათამდე, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს.
12. გაქვთ თუ არა რაიმე გამორჩეული თვისება? გარწმუნებთ, რომ მაქვს. თუმცა, ისინი გაცილებით ინტიმურ გარემოში იჩენენ თავს, ვიდრე fast food-ია.
13. თქვენი ამჟამინდელი დამსაქმებელი: დამსაქმებელი რომ მყავდეს, აქ არ ვიქნებოდი.
14. გაძლევთ თუ არა თქვენი ფიზიკური მდგომარეობა 20 კილოგრამზე მეტის აწევის საშუალებას? გააჩნია რის.
15. მანქანა გყავთ? დიახ. თუმცა, რომ გეკითხათ: „გყავთ თუ არა ავტომანქანა, რომლითაც მგზავრობა შეიძლება?“ რა თქმა უნდა, პასუხი სხვა იქნებოდა.
16. გაგიმარჯვიათ თუ არა კონკურსებში, გაქვთ ჯილდოები? ჯილდოები არ მაქვს, მაგრამ უკვე ორჯერ გამოვიცანი ლატარიის სამი ციფრი.
17. რის გაკეთებას ისურვებდით 5 წლის შემდეგ? ცხოვრებას ბაჰამის კუნძულებზე საყვარელ ტოპმოდელთან ერთად. თუმცა, არც ახლა ვიტყოდი ამაზე უარს, თუ მეტყვით როგორ.
18. ადასტურებთ თუ არა ზემოაღნიშნულის სისწორეს? არა, მაგრამ სცადეთ და დაამტკიცეთ საპირისპირო.
19. რით არის მოტივირებული თქვენი მუშაობის სურვილი? ჩემი მოტივაცია წინააღმდეგობრივია: 1. ჭეშმარიტების სიყვარული, ჰუმანიზმი და მოყვასის დახმარების სურვილი. 2. ვალები.