24 დეკემბერი, 2017
დედოფალი და ჰერცოგი, სენდრიგჰემის სასახლეში მატარებლით გაემგზავრნენ
ედინბურგის ჰერცოგი შობას დედოფალთან ერთად ტრადიციულად სენდრიგჰემის სასახლეში გააატარებს.

ისინი ნორფოლკში მაღალი საზოგადოებისთვის განკუთვნილი კომფორტული მატარებლით ჩავიდნენ. მატარებელი, რომელიც საცურაო აუზითა და უახლესი ტექნელოგიითაა აღჭურვილი, ძვირადღირებულია.

დედოფალი 91 წლისაა, პრინცი ფილიპი კი 96-ის , თუმცა, ისინი კვლავ ფორმაში არიან და ბუკინგემის სასახლეში სამეფო ლანჩებსაც მასპინძლობენ. შეგახსენებთ, რომ დედოფალი პრინცი ჰარის ბებიაა.

სულ მალე, 25 დეკემბერს პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი თავისი ქმრის სამეფო ოჯახის წევრი ოფიციალურად გახდება. იგი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს და ინგლისის ეკლესიის მიერ
მოინათლება, ასევე, დაესწრება შობის დღესასწაულს.

მეუღლესთან ერთად ტრადიციულ სამეფო სეირნობასაც შეუერთდება. როგორც კენსინგტონის სასახლის პრესმდივანმა განაცხადა, წყვილი მაყურებლებისთვის საცეკვაო ნომერსაც შეასრულებს. 

Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS