როგორც "Daily Mail"-ი გვამცნობს, ცეცხლივით წითელი სახე ქიმიური პილინგის შედეგია. ალვესი სახეზე მჟავა ლოსიონს ისვამდა, რომლის წყალობით დაბერებული კანი მთლიანად მოშორდა და მისი ადგილი ახალმა კანმა დაიკავა.
"ცოცხალი კენი" გამოტყდა, რომ ტკივილს განიცდის, თუმცა, სამაგიეროდ ნაოჭი არასოდეს გაუჩნდება.
"2018 წელს 35 წლის გავხდები და ჩემს თავს პირობა დავუდე, რომ გამოვიყურებოდე არა სრულყოფილად, არამედ სამუდამოდ ახალგაზრდულად.
ალვესი ცოცხალ თოჯინად იქცა, 17 წლის მანძილზე 60-მდე ოპერაცია გაიკეთა, რათა მისთვის სათაყვანებელ - თოჯინა კენს დამსგავსებოდა. ის, თუ როგორ განიცადა მან ტრანსფორმაცია, შეგიძლიათ, მოცემულ ფოტოებში იხილოთ.
ანა გარელი