10 იანვარი, 2014
როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – დედა ტერეზას 9 რჩევა
მიუხედავად იმისა, რომ დედა ტერეზას არ ჰყოლია საკუთარი შვილები, ის ბევრი ობოლი, მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის მშობელი გახდა ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ კარგად იცის, როგორ აღზარდოს საკუთარი შვილი; მაგრამ მაინც ხშირად უჩნდებათ კითხვები, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ბავშვთან მიმართებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დედა ტერეზას არ ჰყოლია საკუთარი შვილები, ის ბევრი ობოლი, მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის მშობელი გახდა.

დედა ტერეზას რჩევები მშობლებს:

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და
ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება.

2. ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს.

3. გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით მათი სიტყვები.

4. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი.

5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სხვა ნინო
თქვა რუქამ არაკი.
23:12 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ისე, ახალს აარფერს ამბობს ესქალი. და ცნობისათვის, დედა ტერეზას სიკვდილის მერე გაირკვა, რომ არც ისეთი ქველმოქმედი და ხელგაშლილი იყო, ბლომად აღმოუჩინეს ფული სხვადასხვა ანგარიშზე
19:05 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS