21 დეკემბერი, 2017
სოც. ქსელში ამალ ქლუნის ახალგაზრდობის იშვიათი ფოტო გავრცელდა
ჯორჯ ქლუნისთან ქორწინებამდე, ამალ ალამუდდინი მხოლოდ იურიდიულ წრეში იყო ცნობილი. მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე ბევრი არაფერი ვიცოდით. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამალის ფოტო, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდშია გადაღებული, როცა ის 17 წლის იყო.

ფოტო 1996 წელს, ქალაქ ემირშელში, Dr. Challoner’s სკოლის დასრულების დროსაა გადაღებული. ფოტოზე ამალი თანაკლასელებთან ერთად პოზირებს.

Rating







სკოლის შემდეგ მომავალმა მისის ქლუნიმ ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ-ჰიუს კოლეჯში ჩააბარა. შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ქლუნიმ ამალ ალამუდდინზე 2014 წელს
იქორწინა. 2017 წლის 6 ივლისს ისინი მშობლები პირველად გახდნენ: ახლა ტყუპს ელლასა და ალექსანდრეს ზრდიან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS