კინოპრემიერაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე "რა არის ახალი?", 54 წლის მსახიობმა უპასუხა - "მე ფეხმძიმედ ვარ".
თურქულ შოუ-ბიზნესში ეს სიახლე მთავარ მოვლენად იქცა, ყველა გაზეთი, საინფორმაციო ვებგვერდები მოიცვა და ახალი ამბების გამოშვებაშიც მოხვდა. ამბავი დეკემბრის მთავარი სენსაცია გახდა.
თუმცა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ავშარმა ჟურნალისტებთან იხუმრა, მათ კი ხუმრობა სერიოზულად აღიქვეს და სიახლე სენსაციურ ამბად აქციეს.