20 დეკემბერი, 2017
პირველ არხზე ახალი წლის ღამეს „ბედის ირონია“ პირველად არ გავა
"რუსეთის პირველი არხი 2007 წლის შემდეგ პირველად, ახალი წლის ღამეს,  ფილმ "ბედის ირონიას" არ გაუშვებს "ოქროს ფონდის" ფილმების როტაციის გამო", - გვამცნობს პირველი არხის პრეს-მდივანი, ლარისა კრიმოვა.

"ბედის ირონიას" დღის მონაკვეთში ტელეარხ "Россия 1"-ზე გაუშვებენ. კრიმოვას თქმით, ფილმი "მოსფილმის" პაკეტში შედის, რომლის გაზიარება და შენაცვლება პირველ არხსა და "Россия 1" შორის ხდება.

2017 წლის 31 დეკემბერს პირველი არხი იმ რუსულ ფილმებს გადმოსცემს, რომლებზეც უფლება მოიპოვა: "სამსახურეობრივი რომანი"; "კავკასიელი ტყვე ქალი" და "ივან ვასილის ძე იცვლის
პროფესიას".

ფილმი "ბედის ირონია" პირველად 1976 წლის 1 იანვარს აჩვენეს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS