19 დეკემბერი, 2017
"ქალებს არ სურთ ჩემთან სელფი, თუმცა სურთ სექსი" - ვარსკვლავები ანტი-სელფის კამპანიას იწყებენ
მწერალი და იუმორისტი გარისონ კეილორი ანტი-სელფის კამპანიას იწყებს და საზოგადოებას ჩართვისკენ მოუწოდებს. იგი თავს მსხვერპლად ასაღებს და ამბობს, რომ ქალები მასთან სელფს ფულის გამო გადაიღებდნენ, მაგრამ...

"მე რომ სელფის გადაღებისთვის დოლარები მივცე, მათ მოგერიებას ვეღარ შევძლებ და მუდმივად ყურადღების ქვეშ ვიქნები, მაგრამ მე არ მაქვს საკმარისი ფული. ახლა კი ქალებს არ სურთ ჩემთან სელფი, თუმცა, სურთ სექსი.

ეს თქვენთვის მოულოდნელი განცხადება არ უნდა იყოს. ამის შესახებ ვსაუბრობ ჩემს წიგნში. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ქალთმოძულეობამ
ანტი-სელფის კამპანიის დაწყებისკენ მიბიძგა, სინამდვილეში ეს ასე არაა. ქალები კაცებს, რომლებიც სელფს ხშირად იღებენ, ნარცისებს უწოდებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ საკუთარ თავზე", - ამბობს იგი.

კეილორი ერთადერთი არაა, ვინც ვარსკვლავებთან სელფის გადაღებაზე დაიწყო ხმამაღლა საუბარი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას ტეილორ სვიფტმა აღნიშნა, რომ სელფი თაყვანისმცემლებისთვის იქცა ერთგვარ ავტოგრაფად იმ განსხვავებით, რომ ფოტოს გადაღების დროს ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობენ.

გარდა ამისა, ვარსკვლავები კარგავენ უფლებას თავიანთ ფოტოზე. ფოტოგრაფს სურათის განთავსება შეეძლება ყველგან, სადაც თავად მოისურვებს.

გაზეთ "Real Life"-ის რედაქტორ რობ ჰორნინგს სელფი კაცებითვის ფოტოს გადაღების საუკეთესო მეთოდად მიაჩნია:
"ვფიქრობ, სელფი ყველაზე უვნებელი გზაა, იმისათვის რომ თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელოთ. ეს განსაკუთრებით კარგია იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ნარცისიზმით და ფოტოების გადაღების სურვილით არ არიან შეპყრობილნი" ,- აღნიშნავს ჰორნინგი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS