მსახიობმა მეგობრებს გადასახადებიც დაუფარა, რათა მილიონი დოლარი სრულად მიეღოთ. ქლუნის ამის შესახებ წინასწარ არავისთვის გაუმხელია, ამიტომ ვახშამი ყველასთვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.
გერბერის თქმით, ქლუნის ახლო მეგობრებს შორის არის კაცების კომპანია, რომლებიც საკუთარ თავებს "ბიჭებს" უწოდებენ. ამ კომპანიაში შედიან, როგორც უზრუნველყოფილნი, ასევე
ვახშამზე ჯორჯმა ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ჰყავს მეგობრები, რომლებიც კარიერის დასაწყისში, როცა ლოს-ანჯელესში პირველად ჩავიდა და ღამის გასათევიც კი არსად ჰქონდა, ძალიან დაეხმარნენ.
გერბერმა საკუთარი ჩემოდანი ერთ-ერთმა პირველმა მიიღო და თავდაპირველად მასზე უარი თქვა. საპასუხოდ ქლუნიმ მისი "დაშანტაჟება" დაიწყო: "თუ რანდი მილიონ დოლარს არ აიღებს, მაშინ დანარჩენებიც ვერაფერს მიიღებენ".
გერბერმა განაცხადა, რომ საკუთარი წილი მილიონი ასე აიღო და ის ქველმოქმედებისთვის გაიღო.
საინტერესო დამთხვევაა, მაგრამ გულუხვი ვახშმიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჯორჯ ქლუნიმ ამალზე იქორწინა. ახლა ძველებურად ქორწინებაში არიან და ტყუპს ზრდიან.
ანა გარელი