09 იანვარი, 2014
სტელა ტრაპში: ''აფხაზ ქალებს დიდი ცხვირები აქვთ'' - სექსუალურ აფხაზ მოდელს თანამემამულეები აუმხედრდნენ
ყველა ფიქრობს, რომ რაკი სამი ზომა მკერდი მაქვს და სიმპათიური სახე, სხვა ღირსებებით ვერ დავიკვეხნი აფხაზი მოდელის სტელა ტრაპშის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ. ეს გოგონა თავისი სითამამით გამოირჩევა, უარს არ ამბობს შიშველ ფოტოსესიებზე და მის სამოდელო კარიერაში მამაკაცების ჟურნალ ''მაქსიმისთვის'' გადაღებული გულახდილი ფოტოსესიაც არის. სხვათა შორის, სტელა ნახევრად რუსია, ალბათ ამიტომაც არის, რომ აფხაზების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა. 7 წლამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, მერე კი რუსეთში გადაბარგდა ოჯახთან ერთად და როგორც იტყვიან, ''მთლად გარუსდა''.
ყოველ შემთხვევაში, მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუები ამას მოწმობს და ამიტომაც იწვევს აფხაზების გაღიზიანებას.
მაგალითად, სტელა ამბობს, რომ სავსებით აკმაყოფილებს რუსულის ცოდნა.

- აფხაზეთშიც ჩვეულებრივ მადგება რუსული ენა. აფხაზები მშობლიურ ენაზე მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა უცხო ადამიანისთვის რაღაცის დამალვა სურთ.
- სტელა ტრაპში შენი ნამდვილი სახელია? უფრო პორნოვარსკვლავის ფსევდონიმს ჰგავს...
- ნამდვილია. აფხაზეთისთვის ეს სავსებით ტიპიური გვარია - ბაღაფში, ტრაპში. სახელი კი იტალიური მაქვს, დედაჩემის ფანტაზიით.
- ადვილია ამ სახელით და გვარით ცხოვრება?
- შესანიშნავი. მაშინვე მიმახსოვრებენ, თუმცა რამდენჯერმე მამეორებინებენ სახელს. სხვათა შორის, თითოეულ აფხაზურ გვარს თავისი სიმბოლო აქვს. ტრაპშის სიმბოლო ვარსკვლავია. სახელი სტელაც ''ვარსკვლავს'' ნიშნავს. ასე რომ, სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს.
- აფხაზეთში ბევრია შენსავით ლამაზი გოგო?
- სამწუხაროდ, სილამაზე აფხაზების ძლიერი მხარე არ არის. თუმცა თუ ვინმეს უყვარს დიდი ცხვირები, მაშინ მისი გემოვნების ქალები ყოფილან. საერთოდ, მე არ მიმაჩნია თავი აფხაზად ან რუსად, არც მომწონს რომელიმე ერთან მიკუთვნება, ტრადიციასთან თუ რელიგიასთან. არ მიყვარს შეზღუდვები.
- ამაყობ შენი გარეგნობით?
- ერთი მხრივ, რასაკვირველია, ვამაყობ, მაგრამ მეორე მხრივ, გარეგნობის გამო სერიოზულად არ აღმიქვამენ. ყველა ფიქრობს, რომ რაკი სამი ზომა მკერდი მაქვს და სიმპათიური სახე, სხვა ღირსებებით ვერ დავიკვეხნი.
- გათხოვებას აპირებ?
- აუცილებლად! 21 წელზე ადრე და 25-ზე გვიან არ გავთხოვდები. და ბევრ შვილს გავაჩენ. ეს ერთადერთი მართებული საშუალებაა, რომ შენი გარეგნობა სწორად განკარგო.

Rating

Rating


სტელას ამ ინტერვიუს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აფხაზები აუმხედრდნენ და ზოგიერთი დაემუქრა კიდეც, აქ არ დაგინახოთო. ერთმა ბლოგერმა დაუწერა: ''აფხაზ ქალებთან დაკავშირებით აშკარად გადაამეტე.

ალბათ, დიდი ხანია არ ყოფილხარ სამშობლოში… რასაკვირველია, თუ მიიჩნევ მას სამშობლოდ. იქ ისეთი ლამაზი ქალები ცხოვრობენ, სტელა გაფერმკრთალდება. უბრალოდ, ნამდვილი აფხაზი ქალი მსოფლიოს დასანახად არ გაშიშვლდება, აი, ამაშია სხვაობა.

რაც შეეხება ცხვირებს, ასეა, მაგრამ ეს ჩვენი სიამაყეც არის. ჩვენ ხომ აფხაზები ვართ და როგორც ყველა ხალხს, ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები გვაქვს. და ეს შესანიშნავია! ამ გოგოს წარმატებებს ვუსურვებთ უფრო ღირსეულ წამოწყებებში''.

მეორემ კი დაუწერა: ''სტელა, შენ აფხაზი არ ხარ. შენს საქციელს აფხაზეთში ჰქვია აფსუ არა! შენი კახპური საქციელი კი გვარცხვენს აფხაზებს, თუმცა შენ ამას ვერ გაიგებ! ნუ ახსენებ მაინც, რომ აფხაზებს მიეკუთვნები!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
@@@@
ამ რუსაპეტას არაფერი სცხია აფხაზის.აფხაზ და ქართველ ქალებს ძალიან უხდებატ კეხიანი ცხვირი,უფრო არისტოკრატულები არიან ვიდრე მონღოლური ცხვირპაჭუა რუსები.
00:20 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მე ვარ აფხაზი,და მიკვირს ნუ თუ ჟურნალისტმა ვერ მოძებნა წესიერი აფხაზი ქალი ინტერვიუსთვის!ამ ნაბოზარს,რომელიც არცხვენს აფხაზებს, ჩვენი წინაპრები ჩაქოლავდნენ.
01:39 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანას
შენი ჯიში დაეხიოს აფხაზებს!!
17:23 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
grisha
ნაშა მაგარია, მაგრამ მაგარი ნა....ზარი სტერვაა
11:42 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რე
გვეწვიეთ ბლოგზე _______♥_______ Creatiuli.Net Creatiuli.Net
22:21 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS