15 დეკემბერი, 2017
ჯენიფერ ლოპესი თხოვდება
უცხოური მედია პროგნოზირებს, რომ 42 წლის ბეისბოლის მოთამაშე, ალექს როდრიგესი, 48 წლის სუპერვარსკვლავს, ჯენიფერ ლოპესს ნიშნობის ბეჭედს საშობაო არდადეგებზე აჩუქებს, რომლის გატარებასაც წყვილი ბაჰამის კუნძულებზე გეგმავს.

როგორც Dailymail.co.uk-ი გვამცნობს, წყვილთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ წყვილის, რომელთა რომანი 9 თვეა გრძელდება, შვილებს (სპორტსმენს 2 ქალიშვილი, მომღერალს კი ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავს) სურთ, რომ ჯეილო და ალექს როდრიგესი მალე დაქორწინდნენ.
Rating
"ქორწინებაზე ფიქრი არის, თუმცა, ვიდრე ჯენიფერი ოჯახის შექმნაზე ალაპარაკდება, ნიშნობის ბეჭედს დაელოდება", - განმარტავს წყვილთან დაახლოებული წყარო.

შეგახსენებთ,
რომ მანამდე Vanity Fair-თან ინტერვიუში საყვარელ მამაკაცზე საუბრისას, ლოპესმა განაცხადა:

"ჩვენ ერთმანეთს დროულად შევხვდით. ორივე ჩვენგანი შემდგარია პიროვნულად, წარმატებული კარიერაში, ახლა კი მზად არიან ნამდვილი, მტკიცე ურთიერთობის შესაქმნელად".

ანა გარელი
Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS