15 დეკემბერი, 2017
რუსი გოგონა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება გოგონად ოფიციალურად აღიარეს
29 წლის მოდელი პენზიდან, ეკატერინა ლისინა 2018 წლის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა: ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხების მფლობელად დაასახელეს.

გოგონას სიმაღლე 205,74 სმ, ფეხის სიგრძე კი 133 სმ-ია.

2017 წლის იანვარში მოდელმა გინესის წიგნში ორი განაცხადი შეიტანა - ფეხების სიგრძის გარდა, მას პლანეტაზე ყველაზე მაღალი მოდელის სტატუსის მიღება სურდა. ეკატერინა უკვე არის რუსეთში ყველაზე მაღალი გოგონა. საბოლოოდ, ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც "მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოდელი" და ასევე, "მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხების მფლობელი".

ეკატერინა
ლისინა წარსულში დაკავებული იყო კალათბურთით. გოგონას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ შეჯიბრში. 3 წლის წინ მან დიდი სპორტი დატოვა, სამოდელო ბიზნესსა და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაერთო. 2011 წელს სპორტსმენს ვაჟი შეეძინა.

ლისინას თქმით, მამამისის სიმაღლე 198 სმ-ს, დედის კი - 188 სმ-ს შეადგენს. როცა მათი ქალიშვილი, ქუსლიანი ფეხსაცმლით ქუჩაში მიდის, გამვლელები ჩერდებიან და მას უყურებენ. ეკატერინა გამოტყდა, რომ ბავშვობაში სიმაღლის გამო კომპლექსი აწუხებდა.

ყველაფერი შეიცვალა, როცა ის კალათბურთით დაკავდა:

"მხოლოდ 19 წლის ასაკში მივხვდი, რომ სიმაღლე ჩემი ღირსებაა და არა ნაკლი", - განმარტა ლისინამ.

მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება ქალის აღიარების სერთიფიკატი ეკატერინას ლონდონში გადაეცა. ამის შემდეგ, ის ერთდროულად რამდენიმე ბრიტანულ თოქ-შოუში მიიწვიეს. ზოგიერთ მათგანს კიბის გამოყენებაც დასჭირდა იმისთვის, რომ რუსი გოგონასთვის ინტერვიუ კომფორტულად ჩამოერთვა.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS