09 იანვარი, 2014
აუტიზმით დაავადებული 8 წლის გოგონას გამაოგნებელი განმარტებები ცხოვრებაზე
სონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს სონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.

აფრიკელი - ღამის საუკეთესო მზვერავი.

ქარი - ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.

ვერლიბრი - ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.

ცოდვა
- სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.

ბავშვობა
- ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.

სული
-
ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.

ცხოვრება - ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.

ნაცნობობა - სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.

იმპროვიზაცია -
წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.

წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.

ცხენი - დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.

სიბრძნე -
ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.

მუზეუმი -
დაკონსერვებული დრო.

მუსიკა - ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.

აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.

მეცნიერება -
ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.

ღამე -
შავი ქოლგა ვარსკვლავებით.

დასვენება -
მუშაობა სიამოვნებით.

გადალახვა - სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.

თავგადასავალი
- ისეთი საოცარი მოვლენა, რომელიც გცვლის შენ და შენს სამყაროს.

ჩიტი - ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.

როლი - ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.

რომანტიკა -
განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.

ზღაპარი -
სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.

სიცილი - სევდიანი სულის ექიმი.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
საყვარელი:)
01:13 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS