წყაროები ამტკიცებენ: მათ ერთმანეთი მაშინაც უყვარდათ, როცა ერთად არ იყვნენ.
"სელენა მისთვის ყოველთვის ერთადერთი იყო. არც ერთი ქალი მასთან ასე ახლოს არ ყოფილა, გომესს ბიბერის მთელი ოჯახი აღმერთებდა. მას ჯასტინის გადარწმუნება და დამშვიდება შეეძლო, როცა სხვა გოგონები ამ დროს სიტყვას ვერ ამბობდნენ. მაშინაც კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, მან იცოდა, რომ მალე კვლავ ერთად იქნებოდნენ. ბიბერი ყოველთვის ფიქრობდა, რომ სელენა მისი ცოლი გახდებოდა", - განმარტა ჟურნალთან "Hollywood Life"
ცოტა ხნის წინ, ჯასტინი ლოს-ანჯელესში სელენას სახლში გადავიდა. ორივე მიხვდა, რომ სრულიად ახალი ეტაპის დასაწყებად მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერის დედამ აზრი გამოთქვა მისი შვილისა და სელენა გომესის ურთიერთობაზე:
"მათ ურთიერთობაზე ბევრი არაფერი ვიცი, რადგან ჩემი ვაჟი საკუთარ გრძნობებზე იშვიათად საუბრობს, თუმცა, სელენა მიყვარს. მე მას მხარს ვუჭერ ყველაფერში, თუ ჯასტინს სელენა უყვარს, მე მას მივიღებ. ჩვენ ერთმანეთს უკვე ვიცნობდით, ამიტომ საერთო ენა მალევე გამოვნახეთ", - ამბობს პატი მალეტი.
ანა გარელი