12 დეკემბერი, 2017
3 ამერიკელი ქალი დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
3 ქალი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ NBC-ის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრეს.

რეიჩელ კრუკსმა, სამანტა ჰოლვინმა და ჯესიკა ლიდსმა ტრამპის მხრიდან შევიწროებაზე მანამდეც ისაუბრეს, თუმცა, გადაწყვიტეს, დამნაშავე კიდევ ერთხელ ემხილებინათ. ჰოლვიმ განაცხადა, რომ ცდა კიდევ ღირს, რადგან "გარემოებები შეიცვალა".

რეიჩელ კრუქსი 2005 წელს ტრამპს რამდენჯერმე წააწყდა Trump Tower-ის ლიფტთან, სადაც ის მდივნად მუშაობდა. კრუკსის თქმით, ერთხელაც მან გადაწყვიტა, მისთვის თავი წარედგინა. ტრამპმა ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ტუჩებში კოცნა დაუწყო. გოგონა
ოფისში გაიქცა და გამოტყდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ თავი განადგურებულად იგრძნო.

სამანტა ჰოლვი ტრამპს 2006 წელს "მის აშშ"-ს კონკურსზე შეხვდა. ის გასახდელში შევიდა, როცა გოგონების უმრავლესობა ნახევრად შიშველი იყო. "თავი საშინლად ვიგრძენი. ის ისე მიყურებდა, როგორც ხორცის ნაჭერს", - განაცხადა ჰოლვიმ.

ჯესიკა ლიდსმა განმარტა, რომ ტრამპი მას 1980 წელს, ფრენის დროს შეხვდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში მის გვერდით აღმოჩნდა, კოცნა დაუწყო, მკერდზე შეეხო და რაღაც მომენტში კაბის ქვეშ შეძრომაც სცადა. ლიდსმა თავი დააღწია და თვითმფრინავის კუდში გადაინაცვლა.

საერთო ჯამში, ტრამპის წინააღმდეგ 16-მა ბრალდებამ გაიჟღერა. თავად ტრამპი აცხადებს, რომ ქალებს მათი სურვილის გარეშე არასდროს შეხებია, თეთრი სახლი კი ამ ბრალდებებს ტყუილს უწოდებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS