12 დეკემბერი, 2017
თურქი ბოიფრენდი ადრიანა ლიმას გაშიშვლებას უკრძალავს
ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, ადრიანა ლიმამ, რომელიც თურქ მწერალს, მეთინ ჰარას ხვდება, საკუთარ ინსტაგრამზე უჩვეულო განცხადება გააკეთა - ის ამბობს, რომ აღარასდროს გაიხდის "უმიზეზოდ".
Rating












"ცოტა ხნის წინ სექსუალური ვიდეო რგოლის გადაღება შემომთავაზეს, რომელსაც შემდეგ სოც. ქსელში გაავრცელებდნენ. ადრე მსგავსი ტიპის უამრავ ვიდეოში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ახლა ჩემში რაღაც შეიცვალა. როცა დაქალმა მითხრა, რომ მას საკუთარი სხეული არ მოსწონს, გამახსენდა, რომ ყოველ დღეს ვიწყებ საკუთარ თავთან შეკითხვით: როგორ გამოვიყურები? და მაშინ მივხვდი, რომ ქალების უმრავლესობა დილით გაღვიძებისთანავე ყველაფერს
აკეთებს იმისთვის, რომ სტერეოტიპების ჩარჩოში მოექცნენ, დამოკიდებულები არიან საზოგადოების აზრსა და მოდაზე. ეს არასწორია, ეს ჯანმრთელობას ვნებს. ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი შევცვალო. უმიზეზოდ ტანსაცმელს აღარ გავიხდი", - წერს ლიმა ინსტაგრამზე.

თუმცა, მოდელის თაყვანისმცემლები კომნტარებში წერენ, რომ ადრიანას კამერების წინ გახდას მისი თურქი ბოიფრენდი, მეთინ ჰარა უკრძალავს. ამ მოსაზრებას ჯერჯერობით რეალური მტკიცებულება არ ახლავს. ლიმა და ჰარა გავრცელებულ ჭორებზე არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.
Rating
აღსანიშნავია, რომ თურქ მწერალთან, მეთინ ჰარასთან რომანი ლიმამ ასე დაადასტურა: "მეთინს 35 წელი ველოდი. ჩვენ ახალ ცხოვრებას ხელჩაკიდებულები გავივლით".
Rating























RatingRating













































ანა გარელი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS