ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კრიშტიანუ ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამ მატჩში კი მან ეს ფაქტი აშკარად ვერ დაადასტურა. თაყვანისმცემელთა გულისწყრომა ამიტომაც დაიმსახურა.
ვერავინ უარყოფს, „რეალის“ ფეხბურთელი მოედანზე ხშირად გამაღიზიანებლად იქცევა - თავი ქედმაღლურად უჭირავს, უხეშობს და ოპონენტებს პატივს არ სცემს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მხარეა. მოედნის მიღმა კი გულშემატკივრები რონალდუს ნაკლებად იცნობენ.
ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი მინდორზე უჩვეულო ვარცხნილობით გამოვიდა - კეფაზე ორი ხაზით.
მასმედიასა და სოციალურ ქსელებში მაშინვე დაიწყეს მკითხაობა, რას ნიშნავდა ფეხბურთელის კეფაზე ორი ჰორიზონტალური ხაზი. ნამდვილი მიზეზი მალე გაირკვა: ეს ხაზები რონალდუმ ავადმყოფი ბიჭუნას სოლიდარობის ნიშნად გაიკეთა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კიბოთი დაავადებული ბიჭუნას სამკურნალო თანხა გადაიხადა. ამ პროცესში ბავშვს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და თავზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ კეფაზე ორი ნაიარევი დარჩა.
სწორედ იმ ადგილას, სადაც ბიჭუნას ნაიარევი აქვს, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავმა თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნად ორი ხაზი ამოიჭრა.
დიახ, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს რონალდუს ქცევა მინდორზე, მაგრამ მის გულისხმიერებას ნამდვილად ვერავინ დაიწუნებს.