08 დეკემბერი, 2017
ბონისა და კლაიდის დახვრეტამდე გადაღებული უკანასკნელი ჩახუტების ფოტოები გავრცელდა
ბონისა და კლაიდის დახვრეტამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული, უკანასკნელი ფოტოები გავრცელდა - გვამცნობს Daily Mail-ი.

ბონი პარკერმა და კლაიდ ბეროუმ ერთმანეთი 1930 წელს, ტეხასში გაიცნეს. ისინი 13 მკვლელობასა და რამდენიმე ძარცვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

წყვილმა სახელი ბანკებისა და მაღაზიების ძარცვით გაითქვა. მათი კრიმინალური კარიერა 1932 წელს დაიწყო და თანდათანობით გადავიდნენ მკვლელობებზე.

უდიდესი დეპრესიისა და ბიზნესმენთა საერთო სიძულვილის ფონზე, უბრალო საზოგადოება აღფრთოვანებული იყო უტიფარი საყვარლებით და მათ გმირებად მიიჩნევდნენ.

2 წელი თავისუფლებაზე ყოფნა მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ
მათ რამდენიმე შტატის პოლიცია ეძებდა. 1934 წელი კი ახალგაზრდა კრიმინალებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი ალყაში მოექცნენ, რა დროსაც პოლიციამ 2 წუთში 167 ტყვია ესროლა.

ბონი 23 წლის, კლაიდი კი 24 წლის გახლდათ.


დაათვალიერეთ ლეგენდად ქცეული ახალგაზრდა დამნაშავეების აქამდე უცნობი ფოტოები

1. ბონისა და კლაიდის სიცოცხლეში გადაღებული უკანასკნელი ფოტო - ჯოპლინი, მისურის შტატი. ამ ლენტის გამჟღავნება მათ ვეღარ მოასწრეს
Rating

























2. პოლიციამ უამრავი ტყვია დაუშინა. თითოეულს არანაკლებ 50 ტყვია შეხვდა
Rating

















3. როცა მათი გვამი ქალაქის გავლით მიჰქონდათ, ადგილობრივი მოსახლეობა მათი სამოსის ნაწილების, თმისა და ყურის წაგლეჯასაც კი ცდილობდა
Rating


















4. ხალხი ბონისა და კლაიდის დაცხრილულ მანქანას ათვალიერებს
Rating














5. ბონისა და კლაიდიზე მონადირე პირები და პოლიციელთა ჯგუფი, რომლებმაც კრიმინალები ალყაში მოაქციეს
Rating


















6. ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ პოზირებენ ფოტოსთვის, 1933 წელი
Rating


































7. ტყვიების მიერ დაზიანებული კლაიდის პიჯაკი
Rating


















8. ბონი და კლაიდი ავტომობილის ფონზე, 1933 წელი
Rating


































9. კლაიდის მშობლემი მის სახლში
Rating


















10. ბონისა და კლაიდის მანქანა დაცხრილვის შემდეგ
Rating

















11. კლაიდ ბეროუს გვამი
Rating













12. ბონი პარკერის გვამი
Rating


















ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS