შეიკმა მსოფლიოში ცნობილი თურქი ფოტოგრაფის, მერთ ალასისთვის გაიხადა. ალასი მსოფლიო მოდის სუპერვარსკვლავის ახლო მეგობარია. მერთმა საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, სადაც შეიკი სრულიად შიშველი პოზირებს.
მოდელმა იმავე გადაღებიდან სხვა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც შიშველი მოდელი საწოლზე წევს და სხეულს ნაწილობრივ წიგნი უფარავს. "სწავლა საწოლში", - წერს მოდელი ფოტოზე.
მოცემული ფოტოები შევა მერთ ალასისა და მარკუს პიგოტოს ფოტოგრაფიულ წიგნში, რომელიც მოდის სამყაროს ეძღვნება და შეზღუდული რაოდენობით გამოვა.
ანა გარელი