წლის მთავარ გმირად ჟურნალმა ჯენიფერ ლოურენსი აღიარა. ის 2013 წელს „ოსკარის“ ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მფლობელად იქცა და საერთოდაც,
წლევანდელ „ოსკარებზე“ კიდევ ერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა - ჯენიფერ ენისტონი. 44 წლის მსახიობმა „ვა-ლენტინოს“ ალისფერი კაბით გაიელვა და ჟურნალმა წითელ ხალიჩებზე გასული წლის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მოიხსენია.
ენისტონის მუდმივი მეტოქე ანჯელინა ჯოლი ჟურნალმა უფრო სერიოზული საბაბით გამოარჩია - ანჯელინას აღიარებითი ბარათი, რომელშიც ორმაგ მასტექტომიაზე ჰყვებოდა, მსოფლიო ახალ ამბებში ნამდვილ „ბომბად“ იქცა.
წლის მთავარ ბავშვად ბრიტანეთის ახალი მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი დასახელდა, შესაბამისად, მისი მშობლები „წლის მთავარი მშობლების“ ტიტულს დაეუფლნენ. რასაკვირველია, ინტრიგა ამ შემთხვევაშიც იყო. რა სქესის დაიბადებოდა ბავშვი? როდის გაჩნდებოდა? დაესწრებოდა თუ არა უილიამი მშობიარობას? რას დაარქმევდნენ?
„პიპლის“ რედაქციამ კიდევ ერთ ცნობილ ადამიანს ვერ აუარა გვერდი - წელს თავისი უშუალობით მსოფლიო რომის ახალმა პაპმაც გააოგნა. ჟურნალ „თაიმის“ მიერ წლის ადამიანად დასახელებული ფრანცისკ პირველი წლის განმავლობაში მრევლთან ერთად დიდ დროს ატარებდა და სახალხო პაპადაც იქცა.
ჟურნალი „რეიტინგი“




















