07 იანვარი, 2014
შონ პენის ქალიშვილი გაშიშვლდა, ცოლი კი თხოვდება
ჯერ მისმა ყოფილმა ცოლმა გამოაცხადა ვთხოვდებიო, მერე კი ქალიშვილმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი შონ პენი 2014 წელს სულაც ვერ შეხვდა გაბრწყინებული და გახარებული. მსახიობის ოჯახის ქალბატონებმა წლის ბოლოს დიდი სიურპრიზი მოუწყვეს. ჯერ მისმა ყოფილმა ცოლმა გამოაცხადა ვთხოვდებიო, მერე კი ქალიშვილმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

სხვათა შორის, დილან პენს გასული წლის ერთ-ერთ აღმოჩენასაც უწოდებენ. იმასაც ამბობენ, რომ მისი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილის - ალეკ ბოლდუინისა და კიმ
ბესინჯერის ქალიშვილ აილენდს.

შონ პენისა და მისი ყოფილი ცოლის, მსახიობ რობინ რაიტის გოგონა ძალიან ჰგავს დედას და ნამდვილად არ ჩამოუვარდება სექსუალურობაში. 22 წლის დილანმა ჟურნალ GQ-სთვის გაიხადა. ჟურნალისთვის მიცე-მულ ინტერვიუში დილანმა მასზე გავრცელებულ ჭორებზეც გააკეთა კომენტარი.

Rating

როგორც ამბობენ, დილანს საიდუმლო რომანი ჰქონდა რობერტ პატინსონთან, თუმცაღა დილანი ამბობს, რომ რობერტთან არაფერი აკავშირებს და საერთოდაც, დედისგან განსხვავებით, არ ჰყავს მეგობარი ბიჭი.

სწორედ წლის ბოლოს გამოაცხადა რობინ რაიტმა, რომ თხოვდება. მისი რჩეული მასზე 14 წლით უმცროსი მსახიობი ბენ ფოსტერია.
რობინი და შონ პენი ერთმანეთს 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2010 წელს დაშორდნენ. წყვილს ქალიშვილის გარდა ერთი ვაჟიც ჰყავს - ჰოპერი.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
საწყალო შონ
რა ბედნიერი ახალი წელი გათენებია ამ კაი კაცს!!! ორი კახპა სახლში, უკვე მეტისმეტია:)
13:12 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS