სხვათა შორის, დილან პენს გასული წლის ერთ-ერთ აღმოჩენასაც უწოდებენ. იმასაც ამბობენ, რომ მისი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილის - ალეკ ბოლდუინისა და კიმ
შონ პენისა და მისი ყოფილი ცოლის, მსახიობ რობინ რაიტის გოგონა ძალიან ჰგავს დედას და ნამდვილად არ ჩამოუვარდება სექსუალურობაში. 22 წლის დილანმა ჟურნალ GQ-სთვის გაიხადა. ჟურნალისთვის მიცე-მულ ინტერვიუში დილანმა მასზე გავრცელებულ ჭორებზეც გააკეთა კომენტარი.

როგორც ამბობენ, დილანს საიდუმლო რომანი ჰქონდა რობერტ პატინსონთან, თუმცაღა დილანი ამბობს, რომ რობერტთან არაფერი აკავშირებს და საერთოდაც, დედისგან განსხვავებით, არ ჰყავს მეგობარი ბიჭი.
სწორედ წლის ბოლოს გამოაცხადა რობინ რაიტმა, რომ თხოვდება. მისი რჩეული მასზე 14 წლით უმცროსი მსახიობი ბენ ფოსტერია.
რობინი და შონ პენი ერთმანეთს 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2010 წელს დაშორდნენ. წყვილს ქალიშვილის გარდა ერთი ვაჟიც ჰყავს - ჰოპერი.
ჟურნალი „რეიტინგი“




















