07 დეკემბერი, 2017
მსახიობი მურატ ილდირიმი და მაროკოელი სილამაზის დედოფალი პირველ შვილს ელოდებიან
თურქული მედია მსახიობისა და ტელეწამყვანის, მურატ ილდირიმისა და მაროკოელი ლამაზმანის, იმანე ელბანის ოჯახში შესაძლო მატებაზე ალაპარაკდა.

პაპარაცებმა ილდირიმი ცოლთან ერთად კლინიკიდან გამოსვლისას დააფიქსირეს.

"ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. აქ უბრალოდ გამოკვლევებისთვის მოვედით", - უპასუხა მსახიობმა მედიის წარმომადგენლებს, ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, იმანე ფეხმძიმობის მესამე თვეშია, თუმცა, ოფიციალური კომენტარი არც მას და არც მის მეუღლეს არ გაუკეთებია.

ანა გარელი

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS