05 დეკემბერი, 2017
ბურაქ ოზჩივიტმა ფაჰრიე ევჯენს 400 000 ევროს ღირებულების საჩუქარი გაუკეთა
თურქული კინოს ვარსკვლავმა, ბურაქ ოზჩივიტმა ცოლს, ფაჰრიე ევჯენს ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა.

ოზჩივიტმა გადაწყვიტა ცოლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გაეკეთებინა და ფაჰრიეს გერმანიაში 400 000 ევროს ღირებულების აპარტამენტი შეუძინა.

აპარტამენტი ევჯენის მშობლიურ ქალაქში, ზოლინგენში, მისი მშობლების სახლთან, სადაც მან ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა, ახლოს მდებარეობს.

მსახიობის მიერ ამ საჩუქრის გაკეთების მიზეზი ის გახლდათ, რომ ფაჰრიე ხშირად ჩადის გერმანიაში მშობლებთან და სურდა, რომ მისი ყოველი ჩასვლა მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ბურაქ ოზჩივიტსა და ფაჰრიე ევჯენს თურქული კინოს ყველაზე
ლამაზ წყვილად მოიხსენიებენ.

ანა გარელი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS