05 დეკემბერი, 2017
ოჯახური გამოსვლა: ნაომი ქემბელი დედასთან ერთად წითელ ხალიჩაზე
90-იანი წლების სუპერმოდელი, ნაომი ქემბელი საზოგადოებაში ყოველთვის დამოუკიდებელი და მტკიცე გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა: ბევრმა დიდხანს არ იცოდა, რომ სწორედ მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, ნაომიმ გადაწყვიტა, ცხოვრებაში ყველაფრისთვის დამოუკიდებლად მიეღწია. და თუ ახლა ქემბელი, 66 წლის დედასთან, ვალერი მორისთან ძალიან მეგობრობს, ახალგაზრდობაში მასთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ვალერიმ ქალიშვილი 19 წლის ასაკში გააჩინა, შემდეგ გოგონა აღსაზრდელად ნათესავებს დაუტოვა და თავად ჰოლივუდის დასაპყრობად გაეშურა - ის ოცნებობდა ცნობილი მოცეკვავე გამხდარიყო.

ცოტა ხნის
წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ქემბელმა ისაუბრა, რომ გვერდით დედის არ ყოფნამ მის ხასიათზე გავლენა მოახდინა: ის შეეჩვია დამოუკიდებლად ცხოვრებას, მაგრამ დედას არ ადანაშაულებს.

The British Awards-ის პრემიაზე ნაომი სწორედ დედასთან ერთად მივიდა - მათი მსგავსება, რა თქმა უნდა, მაშინვე აღნიშნეს. ვალერი ნაომიზე კიდევ უფრო მაღალი, ისეთივე გრაციოზული და ელეგანტურია და აშკარაა, რომ ასაკი არც ერთს არ აშინებს.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS