04 დეკემბერი, 2017
ჰაზალ სუბაშს სიყვარული ზეჰრამ აპოვნინა
ტელე ნოველების მიმართ სიყვარულს ჩვენი ქართველი დიასახლისები ნამდვილად არ უჩივიან. შესაბამისად,  ჩვენი თანამემამულე ტელეკომპანიებიც მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.

ქართველ ქალბატონებს, რამდენიმე თვის წინ, ახალი თურქული სასიყვარულო ისტორია „ტყუილი“ ნამდვილ თავსატეხად ექცათ. სერიალში ზეჰრას როლს ახალგაზრდა 21 წლის ჰაზალ სუბაში ასრულებს.

გეტყვით იმას, რომ მსახიობი 2015 წელს „ვიცე თურქეთი“ გახდა. სწორედ ეს კონკურსი გახდა მისი წარმატების ტრამპლინიც. ის პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გახლავთ.

ყოველგვარი სამსახიობო განთლების გარეშე ჰაზალი თურქულ კინემატოგრაიაში საოცრად პოპულარული გახდა. როგორც თურქული
მედიის ჟურნალისტები აღნიშნავენ, ის სილამაზესთან ერთად უბრალოებით და პოზიტიური თვისებებით გამოირჩევა.

ამის წყალობით თაყვანისმცემელთა დიდი არმიაც გაიჩინა. პროფესიამ კი პირად ცხოვრებაში დიდი ბედნიერება მოუტანა. ის დიდი ხანი უარყოფდა ფილმში თავის პარტნიორთან ერკან მერიჩთან ურთიერთობას, თუმცა, ამჯერად გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის ფარდა აეხადა.

ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუშიც ისაუბრა:


-არაფერი მაქვს დასამალი, მე ყოველთვის ვუზიარებ ჩემს გარშემომყოფებს თავგადასავლებს. თავდაპირველად ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ მეგობრობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და ამის დამალვას უკვე აზრიც აღარ აქვს.

ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. ერკანი ჩემზე 10 წლით უფროსია, თუმცა, ასაკობრივი სხვაობისა სრული იდილია გვაქვს. დაქორწინებას კი ჯერჯერობით არ ვგეგმავთ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS