მედიის ცნობით, გოგონა სამედიცინო კოლეჯის მესამე კურსის სტუდენტი იყო და ექთნობაზე ოცნებობდა, თუმცა, მოულოდნელად აკადემიური შესვენება აიღო და ერთი წლით სტამბოლში კაზინოში სამუშაოდ წავიდა.
ის მშობლებს ყოველდღიურად ეკონტაქტებოდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, 28 წლის ბიზნესმენი იბრაჰიმ იულდისომი გაიცნო, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ახალგაზრდები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, თუმცა, თავად ტატიანას თქმით, იბრაჰიმის მშობლები განსხვავებული რწმენის გამო მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.
18 ნოემბერს გოგონა დედას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ საყვარელ
მეორე დღეს დილით, გოგონა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. იბრაჰიმის ადვოკატმა, რომელმაც ტატიანას მშობლებს დიდი ოდენობით თანხა შესთავაზა, განაცხადა, რომ როცა წყვილი სტამბოლში დაბრუნდა, უბედური შემთხვევა მოხდა.
ანა გარელი