06 იანვარი, 2014
კრისტენ სტიუარტი ყოფილმა ბოიფრენდმა ''გააუპატიურა''
კრისტენმა გამოაცხადა, რომ ტიმ როტი უფრო ნატურალური იყო სექს-გადაღებების დროს, რობი კი, უწინდელივით - შეუვალი კრისტენ სტიუარტი გასული წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარსკვლავი იყო, ისევე, როგორც წინა წელს. თუმცა კრისტენის ცნობილი ღალატის გამო მას ''ბინდის'' თაყვანისმცემლები კარგა ხანია, გაუნაწყენდნენ და 2013 წლის განმავლობაში მის გამოჩენას სხვადასხვა ღონისძიებაზე უარყოფითი შეფასება მეტი ახლდა, ვიდრე დადებითი. ამიტომაც, კრისტენი, ალბათ, გასული წლის ერთ-ერთ ანტიგმირად უფრო შეიძლება დასახელდეს, ვიდრე გმირად.

პაპარაცების სამიზნე

''ბინდის'' აქტიურმა მაყურებლებმა კარგად იციან პატინსონისა და კრისტენის
სიყვარულის ამბავი. მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს, ''ბინდის'' პირველი ნაწილის გადასაღებ მოედანზე. მას მერე აქტიური შეყვარებულები იყვნენ. ერთი პერიოდი იმასაც წერდნენ, რომ წყვილს სინამდვილეში არ უყვარდა ერთმანეთი და ეს, უბრალოდ, ფილმის პიარკამპანია იყო. თუმცა რობერტი და კრისტენი სხვადასხვა ინტერვიუში თუ პირად საუბრებში ამტკიცებდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ.

ერთ დღესაც, უფრო სწორად, 2012 წლის ზაფხულში, კრისტენს ფლირტი ჰქონდა ფილმის ''ფიფქია და მონადირეს'' რეჟისორ რუპერტ სანდერსთან. შეიძლებოდა, ამ ყველაფერს, უმტკივნეულოდ ჩაევლო და რობერტსაც ვერაფერი შეეტყო, მაგრამ პაპარაცები რის პაპარაცები არიან, ცოლიანი რეჟისორისა და მსახიობის რომანტიკული ამბორი ფირზე რომ არ აღებეჭდათ. აქედან დაიწყო უთანხმოება რობერტსა და კრისტენს შორის. წყვილი ერთმანეთს დაშორდა და იქიდან მოყოლებული დღემდე ხან რიგდებიან, ხან ისევ შორდებიან.

ბოლოს სულ ახლახან გამოჩნდნენ ერთად ეკრანზე. მთვრალმა რობერტ პატინსონმა და ტიმ როტმა, გააუპატიურეს კრისტენი... ნუ იჩქარებთ ამოოხვრას და შეცხადებას, ეს ყველაფერი მხოლოდ სარეკლამო რგოლში მოხდა. ცნობილმა სამეულმა პრეზერვატივის რეკლამაში ითამაშა.

გადაღებების შემდეგ კრისტენმა გამოაცხადა, რომ ტიმ როტი უფრო ნატურალური იყო სექს-გადაღებების დროს, რობი კი, უწინდელივით - შეუვალი.

ყავარჯნებზე
ამხედრებული ''ფიფქია''

სხვათა შორის, კრისტენს გასული წლის განმავლობაში სხვადასხვაგვარ რეიტინგებშიც ასახელებდნენ, თუმცა ლიდერ პოზიციებზე უფრო ხშირად ანტირეიტინგებში ხვდებოდა, ვიდრე პოზიტიურში. მაგალითად, სათავეში მოექცა ყველაზე მოუვლელ ვარსკვლავთა სიას. მისი პირველი პოზიცია გამყარებული იყო ფოტოებით, რომლებზეც კრისტენი თმადაუვარცხნელი, გაბურძგნილი, დაჭმუჭნილ მაისურსა და დახეულ ჯინსებში გამოწყობილი ''იწონებდა თავს''.

ასევე დასახელდა ყველაზე უგემოვნო ვარსკვლავთა შორის, ალბათ, ისევ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა მოდის კრიტიკოსები და ჟურნალისტები იმასაც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბუნებრივად ქერათმიანი, ცოტა ბიჭური გარეგნობის და მოუხეშავად ჩაცმული საძაგელი იხვის ჭუჭულიდან ბოლო წლებში კრისტენი შავთმიან სექსუალურ და დახვეწილ ქალბატონად გადაიქცა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კარიერული თვალსაზრისით, კრისტენს შესანიშნავი წელი ჰქონდა. ''ბინდის'' მორიგ გადაღებებს მოჰყვა რამდენიმე ახალი და წარმატებული პროექტი, შესაბამისად, სოლიდური ჰონორარებით. წლის ბოლოსკენ კი ცნობილი ბრენდის ''ბალენსიაგას'' სახე კრისტენი მოდური სახლის ''შანელის'' სარეკლამო სახეც გახდა. თურმე, კრისტენი კარლ ლაგერფელდის ახალი მუზა ყოფილა.

თავადაც ჰყვარებია ეს დიზაინერი და სიამოვნებით გაუწევს რეკლამას მის ახალ კოლექციას.
სხვათა შორის, კრისტენი გასული წლის ''ოსკარების'' ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი გმირიც აღმოჩნდა. ოღონდ არა დაჯილდოებულთა და ნომინანტთა შორის გამოირჩა, არამედ მაყურებელი და სრულიად საზოგადოება გააოცა თავისი ყავარჯნებით.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვარსკვლავს თავისი უყურადღებობის გამო დამსხვრეულ შუშაზე დაუბიჯებია ფეხი და დაუზიანებია. ''ოსკარების'' კულისებში მსახიობი ჟურნალისტს გამოუტყდა, ნამდვილი სულელი ვარ, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ თავს ვერ მივხედე და შტერული ტრავმა მივიღეო.სამაგიეროდ, ''ოსკარების'' ისტორიაში სამუდამოდ შევიდა თეთრ კაბაში გამოწყობილი ყავარჯნებიანი კრისტენი.

გარდა ამისა, გასულ წელს კრისტენს კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით ორმაგად წარმატებული პერიოდი ჰქონდა - ჟურნალმა ''ფორბსმა'' ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალბატონებს შორის დაასახელა. ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ლოურენსის შემდეგ კრისტენი სიაში მესამე იყო. 23 წლის მსახიობისთვის ეს აშკარად დიდი წარმატებაა.
იმედია, ცხენის წელში დაბადებული კრისტენ სტიუარტისთვის ეს წელი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდება და იქნებ, საბოლოოდ გაარკვიოს ურთიერთობები რობერტ პატინსონთან.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS