ახლა მარკლი სამსახიობო კარიერას ვეღარ გააგრძელებს და სოციალური საქმეებით დაკავდება, როგორც ამას პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი აკეთებს.
სამეფო ოჯახთან ურთიერთობა არც ისეთი მარტივია, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ჰარისთვის ღირსეული მეუღლე რომ გახდეს, მეგანს სასახლის პროტოკოლისა და წესების შესწავლა მოუწევს.
გაგაცნობთ, რა აეკრძალება მეგან მარკლს პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ
1. არ შეიძლება
2008 წელს პრინცმა მონარქებისთვის "ზედმეტად მანკიერად" მიიჩნია. ვიმედოვნებთ, რომ "მონოპოლია" მეგან მარკლის ყველაზე საყვარელი თამაში არ არის.
2. არ შეიძლება ხამანწკების ჭამა
ექიმები სამეფო ოჯახის წევრებს ურჩევენ, არ მიირთვან ხამანწკები მოწამვლისა და ალერგიული რეაქციების მაღალი რისკის გამო. თუმცა, ამ წესს სამეფო ოჯახის ყველა წევრი არ ითვალისწინებს. მაგ: პრინც ჩარლზი ხანდახან ამ დელიკატესს აგემოვნებს.
3. არ ღირს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოთქმა
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მონარქიის წარმომადგენლებმა საზღვრებს გარეთ საკუთარი ინტერესები უნდა გააძლიერონ, მათ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა ეკრძალებათ.
განაგრძეთ კითხვა: