30 ნოემბერი, 2017
„მეგაგული“- თურქმა მომღერალმა ტარკანმა ქველმოქმედებისთვის მილიონები გაიღო
თურქული შოუ-ბიზნესის მეგავარსკვლავი ტარკანი, ცნობილია, როგორც თავისი შემოქმედებითი საქმიანობით, ასევე ქველმოქმედებაში აქტიური მონაწილეობით.

ალბომის "10" გამოსვლის შემდეგ გამართული კონცერტებიდან, ტარკანმა 3 თვეში რეკორდული ჰონორარი დააგროვა. თანხამ 45 000 000 თურქული ლირა შეადგინა, საიდანაც 7 000 000 მომღერალმა ქველმოქმედებისთვის გაიღო.
Rating

აღსანიშნავია, რომ მრავალ მილიონიანი საქველმოქმედო შენატანი ობლად დარჩენილ ბავშვებს, წამებულთა ოჯახებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრებს მოხმარდა.

მსგავსი მასშტაბური ქველმოქმედებისთვის თურქ მეგავარსკვლავს "მეგაგულს" უწოდებენ და მომღერალს მისი კოლეგებისთვის სამაგალითო პიროვნებად მოიხსენიებენ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS