30 ნოემბერი, 2017
82 წლის არმენ ჯიგარხანიანის ექს მეუღლე ფეხმძიმობის ამბავს ავრცელებს - "მხოლოდ ავანტიურისტს თუ მოაფიქრდება, რომ 80 წლის კაცს შვილი გაუჩინოს"
რუსულ პრესაში გარცელდა ინფორმაცია, რომ ვიტალინა ციმბალიუკ-რომანოვსკაია ბიუჯეტიდან რუსული დრამატული თეატრის რემონტისთვის გამოყოფილი 80 მლნ-ის დაკარგვის გამო დაკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.

როგორც წყაროები გვამცნობენ, არმენ ჯიგარხანიანის ექს მეუღლის უარის მიზეზი ფეხმძიმობაა - ქალი გამომძიებლებს გამოუტყდა, რომ ექიმები ნერვიულობას უკრძალავენ, ამიტომ დაკითხვას გაურბის.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ ცოტა ხნის წინ რომანოვსკაიას რუსეთიდან "გაქცევა" შესაძლოა, სწორედ მის ფეხმძიმობას უკავშირდებოდეს. სკანდალის დაწყებიდან მალევე ვიტალინა გარკვეული დროით საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ამბობს, ის საავდამყოფიში ფეხმძიმობის შესანარჩუნებლად იწვა. ქალს დასახმარებლად რუსული
კლინიკებისთვის არ მიუმართავს, რადგან ამბის გასაჯაროვების ეშინოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ჯიგარხანიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი ვიტალინას მანიაკალური სურვილი გახდა, რომ მისგან ბავშვი გაეჩინა.

"ვიტალინა ცდილობდა, ვაჟი გაგვჩენოდა. მხოლოდ ავანტიურისტს თუ მოაფიქრდება, რომ 80 წლის კაცს შვილი გაუჩინოს" - კომენტარი გააკეთა არმენ ჯიგარხანიანმა.

გამოდის, რომ მსახიობი ვიტალინასგან ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობდა. შესაბამისად, ვიტალინას მომავალი ბავშვი შესაძლოა ჯიგარხანიანი არ იყოს. ცოტა ხნის წინ ვიტალინა რომანოვსკაიას წარმომადგენელმა, ელინა მაზურმა განაცხადა, რომ ის საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა, იქ ახალი ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენას გეგმავს.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS