მწვრთნელი მუშაობდა დევიდ ბექჰემთან, ჯესიკა გომესთან, ლარა სტოუნთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. სოც. ქსელში უკვე გავრცელდა სამოტივაციო ამონარიდები სპორტსმენის რჩევებით.
საკვირველია, მაგრამ ტეგანი გახდომის მსურველებს ურჩევს - შეგიძლიათ გაანებივროთ დესერტებით თავი, მაგრამ ყოველ დილით სირბილის დაპირებას ნუ აქცევთ ფუჭად ამინდზე დამოკიდებულებით და სამუდამოდ თქვით უარი ტკბილზე.
ცხიმის წვის ყველაზე სწრაფი გზა - წონის აწევაა
ასე თქვენ ქმნით
შეიყვარეთ ჯანსაღი კვება და თავს ცარიელი დაპირებებით ნუ შეაშინებთ
აუცილებელია, შეეგუოთ ცხოვრების ახალ წესს და შეიყვაროთ ის. აზრი არ აქვს ფუჭ დაპირებებს, რომ აღარასდროს შეჭამთ ტკბილს და შემწვარს, ამით თავს მხოლოდ აშინებთ.
შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ თანდათანობით თქვენ თავად გადახვალთ ჯანსაღი კვების წესზე, როცა ახალი ცხოვრების წესსა და ნავარჯიშებ სხეულს შეიყვარებთ. ჩვენ იმისთვის ვცხოვრობთ, რომ დავტკბეთ იმით, რაც გვიყვარს, უბრალოდ საჭიროა ვისწავლოთ თანმიმდევრულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ - ამატებს ის.
ექსპერტის რეკომენდაციაა, მიირთვათ თევზის ცხიმი, ფოთლოვანი მწვანილი, კენკრა, ნიორი და ფერმენტირებული პროდუქტები.
თუ გსურთ 60 წლის ასაკშიც ფორმაში იყოთ, მნიშვნელოვანია, თქვენს სხეულში თანაბრად გადაანაწილოთ ძალები და მოქნილობა. არ გადატეხოთ თავი.
კვების გრაფიკი
საუზმე: ყავა, კვერცხი ავოკადოსთან და ახალი პომიდორი ან ცხელ შებოლილ ორაგულთან.
წასახემსად: ნუში
სადილი: მსუბუქი წვნიანი
მცირე წახემსება: ჭვავის პურის ტოსტი ნუშის ზეთითა და თაფლით.
ვახშამი: "სწრაფი" სტეიკი დიდი რაოდენობით ზეთითა და მდოგვით (შეგიძლიათ, მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად)
დესერტი: რძიანი ან შავი შოკოლადი
შობის ან სხვა დღესასწაულების წინა პერიოდში დიეტის დაცვას აზრი არ აქვს - შეიყვარეთ საკუთარი თავი - გვარწმუნებს ტეგანი.
მოხდენილი სხეულისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი
საწოლში გატარებულ დამატებით საათს ისეთი სარგებელი მოაქვს, როგორც სპორტ დარბაზში ზედმეტი საათის გატარებას. აუცილებლად უნდა მოიწყოთ დასვენების დღეები. თქვენ შეძლებთ ბევრად ძლიერი გახდეთ, თუ დაისვენებთ. თქვენი კუნთები აღდგება, სხეული კი ფორმაში ჩადგება - გვიმხელს ტეგან ჰეინინგი.
ანა გარელი