მუსიკის, ცეკვებისა და თეატრალური დადგმებისგან შემდგარი შოუ დიდ ბრიტანეთში უკვე 100 წელზე მეტი ხანია იმართება. ღონისძიებას ტრადიციულად მხარს უჭერენ სამეფო ოჯახის წევრებიც.
გასულ წელს მისია პრინცმა ჩარლზმა და ჰერცოგინია კამილამ შეასრულეს, უფრო ადრე, პრინცმა ჰარიმ, ერთი წლით ადრე კი პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა.
ჰერცოგინია მაშინაც ფეხმძიმედ გახლდათ და Diane von Furstenberg-ის შავ, მაქმანის მკლავიან კაბაში გამოჩნდა. ამჯერად კი არჩევანი Jenny Packham-ის ცისფერ, ძვირფასი ქვებით გაწყობილ სამოსზე შეაჩერა.
თაყვანისმცემლებმა უკვე აღნიშნეს, რომ ამ კაბაში ქეითი ძალიან ჰგავდა მულტფილმის "ცივი გული" მთავარ პერსონაჟს, დედოფალ ელზას, მხოლოდ გრძელი მოსასხამი აკლდა.
ანა გარელი