ანჯელინა ჯოლი
ყველას ახსოვს საოცრად გამხდარი ანჯელინა, მაშინ მიზეზი არავინ იცოდა - მკაცრი ჰორმონალური თერაპია. ანჯელინამ დაკარგა დედა, ბებია და დეიდა, რომლებიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალნენ. იმისთვის, რომ რისკი გამოერიცხა, ანჯელინას ეყო გამბედაობა და ორმაგი მასტეკტომია ჩაიტარა.
ორლანდო ბლუმი
21 წლის ასაკში
სარა ჰაილენდი
ის თირკმლის თანდაყოლილი დისპლაზიით დაიბადა და დაავადებით დიდხანს იტანჯებოდა, სანამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დადგა - ან თირკმლის გადანერგვა, ან სიკვდილი. დონორობა მამამ გაუწია.
კანიე უესტი
2002 წელს მსახიობი საშინელ ავარიაში მოყვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. სამედიცინო დაზღვევის გარეშე ეს აშშ-ში სიკვდილის ან სრული გაკოტრების ტოლფასია. სამაგიეროდ, მსახიობმა მწარე გაკვეთილი მიიღო.
კიმ კარდაშიანი
2015 წელს, როცა კარდაშიანი დაორსულდა, განუვითარდა პლაცენტა აკრეტა, ანუ შეზრდილი პლაცენტა, ამ დროს მშობიარობას არა მარტო აუტანელი ტკივილების, არამედ ძლიერი სისხლდენის საფრთხეც ახლავს თან. კარდაშიანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
ლარი კინგი
ცნობილმა ტელეწამყვანმა რა აღარ გადაიტანა - გულის შეტევა, გულის ოპერაცია, ფილტვების კიბო. ყოველ წელს სრულ სამედიცინო გამოკვლევას გადის და ხუმრობს - ექიმმა ჩემი რენტგენის სურათი ნახა და თქვა, აქ რაღაც ლაქაა. აღმოჩნდა, რომ იჩქარეს სიმსივნის ამოკვეთა და ის ისევ გაიზარდა. ასე მეორდება ყოველ წელს.
სელენა გომესი
სელენა გომესი რამდენიმე ხანს გაქრა თაყვანისმცემელთა თვალთახედვიდან. აღმოჩნდა, რომ მსახიობს თირკმელი გადაუნერგეს. თირკმელი კი მჭამელმა დაუზიანა. დონორობა საუკეთესო დაქალმა ფრანსია რაიდამ გაუწია, რომელთან ერთადაც საავადმყოფოში გადაღებული ფოტო მომღერალმა გამოაქვეყნა კიდეც.